სამების ტაძარი

შსს: სამების ტაძარში დარღვევა არ დაფიქსირდა და საპატრულო პოლიციამ ტერიტორია დატოვა

interpressnews

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარტრულო პოლიცია დღეს, 22 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში გამოძახების გამო მივიდა, თუმცა დარღვევა ვერ დააფიქსირა.

"გაესაუბრნენ მეუფეებს, დარღვევა არ დაფიქსირდა და დატოვეს ტერიტორია", - უთხრეს ტაბულას შსს-ში. 

საგანგებო მდგომარეობისა და 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვის მიუხედავად, დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა მაინც ჩატარდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოიძახა, რადგან ტაძარში 10 კაცზე მეტი იყო შეკრებილი. 

გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხებოდა. 

მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპირისპირო განცხადება გააკეთა: "პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი".

20 მარტს შეკრებილმა წმიდა სინოდმა, ეპიდემიას უმოქმედობით უპასუხა - ღვთისმსახურებები არ შეაჩერა, ზიარების წესი არ შეცვალა.

კომენტარები