კორონავირუსი საქართველოში

ექიმი ზაზა თელია: როცა ეპიდემიის რისკია, ადამიანებმა ეკლესიაში მისვლისგან თავი უნდა შეიკაონ

1tv.ge

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ერთი კოვზიდან ზიარებისას COVID-19-ის გადადების პოტენციური რისკი არსებობს და სწორედ ამიტომ, ზიარება თუ ეკლესიურ მსახურება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლურმა ეკლესიემბა დროებით შეტყვიტეს და მრევლს სახლში ლოცვისკენ მოუწოდეს.

"სამწუხაროდ, ჩვენთან სხვანაირად მოხდა, რისგანაც, მე პირადად, როგორც ექიმი, გაოცებული ვარ, იმიტომ, რომ ეს ყველა ჩვენგანს რისკის ქვეშ აყენებს, აქედან გამომდინარე კარგი იქნება თუ ჩვენი საპატრიარქო გაიზიარებს საერთაშორისო რეკომენდაციებს, მათ შორის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებსაც", - ამბობს თელია.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ტაძარში მსახურებისას, სადაც ათეულობით, ხანდახან კი ასეულობით ადამიანი იკრობება, კორონავირუსის გადადების რისკი, ექიმი ზაზა თელია ამბობს, რომ ნებისმიერი თავშეყრის ადგილას ადამიანების ყოფნა ვირუსის გავცელების მაღალი რისკი, მათ შორის ეკლესიაში მსახურებისას.

"ნებისმიერი თავშეყრის ადგილებში ყოფნა, პოტენციურად შეიცავს მაღალ რისკს, ამის არაერთი მაგალითიიყო, გნებავს სამხრეთ კორეაში, სადაც ქრისტიანული ეკლესიიდან მოხდა კლასტერის გავრცელება, ასევე ასეთი შემთხვევა იყო გერმანიაში, საფრანგეთში...

საზოგადოებამ ეს სწორად უნდა გაიგოს, აქ არაა საუბარი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ან რაიმე შევიწროებასთან - ესაა მარტივად, ცალსახად ნათქვამი, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ეკლესიებში ყოფნა, პოტენციურად მაღალ რისკებს შეიცავს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი აზრია, რომ ამ ეტაპზე, ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის მაღალი რისკია, მიზანშეწონილი იქნება, თუ ადამიანები დროებით თავს შეიკავებენ ეკლესიაში მისვლისგან და ილოცებენ სახლში", - ამბობს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ტაბულასთან საუბარში.

საგანგებო მდგომარეობისა და 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვის მიუხედავად, დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა მაინც ჩატარდა.

გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხებოდა.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპირისპირო განცხადება გააკეთა - "პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი".

ცნობისთვის, 20 მარტს შეკრებილმა წმიდა სინოდმა, ეპიდემიას უმოქმედობით უპასუხა - ღვთისმსახურებები არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეცვალა.

კომენტარები