გაუქმებული ავიარეისები

ბოკერია ავიარეისებზე: ჩვენი თანამოქალაქეები ყველა ადგილიდან უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში

საქართველოს პარლამენტი

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მთავრობის მიერ იმ ავიარეისების გაუქმებას ეხმაურება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში უნდა ჩამოეყვანათ.

"ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველგან გაუქმდა აირზენას რეისები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უნდა დაბრუნებულიყვნენ. მანამდე, ჩვენი მონაცემებით, ვიზეარის რეისები, რომლებიც თითქმის ყველა ქვეყანაში დაფრინავენ, რათა მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში დაბრუდნენ, მხოლოდ საქართველოსთვის გაუქმდა. ახლა საქართველოს ათეულობით მოქალაქე არის სრულიად გაურკვეველ ვითარებაში, ისინი ვერც გავლენ იმ აეროპორტებიდან სადაც იმყოფებიან და ვერ სამშობლოში ბრუნდებიან."

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ მიიღო მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება. ბოკერია მოუწოდებს ხელისუფლებას, წარუდგინონ საზოგადოებას სტრატეგია, თუ როგორ დაეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, დაბრუდნენ სამშობლოში.

"ჩვენ ყველას გვაინტერესებს, რატომ მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება, ვინ აკოორდინირებს ამას და რა სტრატეგია აქვს მთავრობას. ჩვენი თანამოქალაქეები ყველა ადგილიდან უნდა დაბრუნდენენ სამშობლოში, ვისაც ეს სურს და ბუნებრივია, შემდეგ კარანტინში უნდა იყვნენ. ამ ვითარებაში საკუთარი მოქალაქეების ჩაყენება სრულიად გაუმართლებელია და მოვუწოდებ მთავრობას, დროზე გააგებინონ საზოგადოებას, რა სტრატეგია აქვთ, რას აკეთებენ, რატომ აუკრძალეს ვიზეარს ამის გაკეთება, რატო გააუქმეს ახლა აირზენას ავიარეისები. თუნდაც ის კომერციული რეისები, სადაც მარტო საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რატომ უნდა შეჩერდეს, თუ ეს ხალხი ბრუნდება სამშობლოში და შემდეგ მიდის კარანტინში, რომ არავის საფრთხე არ შეუქმნას." - ამბობს ბოკერია.

მთავრობამ გააუქმა კომპანია Georgian Airways-ის რამდენიმე რეისი ევროპიდან, რომლითაც იქ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებოდნენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად არიან რეისების შესასრულებლად და საამისოდ მთავრობის თანხმობას ელიან. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მოქალაქეების ჩამოყვანა იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როცა საქართველოში მათ შესაბამისი უსაფრთხოების პირობები, საკარანტინო სივრცეები უზრუნველყოფილი ექნებათ.

კომენტარები