სოფი ტერნერი

სოფი ტერნერმა ევანჯელინ ლილი თვითიზოლაციის დარღვევის გამო გააკრიტიკა

Yahoo

სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავმა სოფი ტერნერმა მსახიობი ევანჯელინ ლილი თვითიზოლაციის დარღვევის გამო გააკრიტიკა.

რამდენიმე დღის წინ ლილიმ შვილების ვარჯიშზე წაყვანის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. კომენტარებში არაერთმა ადამიანმა მსახიობის საქციელს ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე უგუნური უწოდა, რაზეც Lost-ის ვარსკვლავმა უპასუხა რომ ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლეზე მეტად თავისუფლებას აფასებს, მისი აზრით მსგავსი კატაკლიზმები მთავრობის მიერ არის გაპიარებული და საეჭვო დამთხვევად მიიჩნევს, რომ კორონავირუსი წინასაარჩევნოდ გამოჩნდა.

ევანჯელინ ლილის კომენტარებს სოფი ტერნერი კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა:

"სახლში დარჩი, ნუ იქნები დებილი. მკიდია შენი თავისუფლება. ასეთი ქმედებებით შეიძლება დააინფიცირო შენი გარშემომყოფები. ყველანი სახლში დარჩით. გარეთ გასვლა არც "კაიტიპობაა" და არც სიმამაცე."

22 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 325,004 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელდა 96,787, გარდაიცვალა - 13,744 ადამიანი.

 

კომენტარები