აშშ-ის წამლის სააგენტომ Covid-19-ის ტესტი დაარეგისტრირა, რომელიც პასუხს 45 წუთში ადგენს

Forbes.com

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ [FDA] ახალი კორონავირუსის სწრაფი ტესტი დაარეგისტრირა, რომელიც პასუხს 45 წუთში ადგენს.

ტესტი კალიფორნიაში დაფუძნებული მოლეკულური დიაგნოსტირების კომპანიის "Cepheid"-ის შექმნილია.

კომპანიის ინფორმაციით, მათ შაბათს FDA-სგან სწრაფი ტესტის დაუყოვნებლივ გამოყენების უფლება მიიღეს, რომელსაც პირველ რიგში საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების დაწესებულებებში გაგზავნიან.

ახალი სწრაფი ტესტის გამოცდა ხვალიდან დაიწყება.

ამერიკაში Covid-19-ით ინფიცირების რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში, 22 მარტის მონაცემებით, 32 356 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 414 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია - 178.

მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვმა 334 530 შეადგინა, გამოჯანმრთელებულია 97 574 ადამიანი და გარდაცვლილია 14 599.

კომენტარები