იდრის ელბა

იდრის ელბას ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა

NBC News

რამდენიმე დღის წინ იდრის ელბას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ცნობილი გახდა, რომ დაავადება მის ცოლს- საბრინა ელბასაც დაუდასტურდა. 

საბრინა ელბა კარანტინში ქმართან ერთად იმყოფება. მან თავის დიაგნოზზე ოპრა უინფრის შოუში - "Oprah Talks COVID-19" ისაუბრა. 

საბრინა ელბას თქმით, ის მოელოდა ტესტის დადებით პასუხს, რადგან მას მერე რაც მის ქმარს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა და მანამდეც, სულ იდრისის გვერდზე იყო. 

"მასთან ყოფნა მინდოდა. ეს ცოლის ინსტინქტია. გინდა იქ იყო და მოუარო." თქვა საბრინამ. 

 ასევე ქალის თქმით მას ჯერ-ჯერობით არანაირი სიმპტომი არ აქვს, თუმცა ვითარება კვირის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს და ის სიახლეებს ინტერნეტის დახმარებით გააზიარებს.  

კომენტარები