მადრიდის რეალის ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი კორონავირუსით გარდაიცვალა

GETTY IMAGES

მადრიდის რეალის ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი ახალი კორონავირუსის ინფიცირების შედეგად 21 მარტს გარდაიცვალა. სანსი 76 წლის იყო. 

სანსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა, ლორენცო სანს დურანმა, Twitter-ის საშუალებით გაავრცელა. 

"მამაჩემი ახლახანს გარდაიცვალა. ის არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს. ის ერთერთი საუკეთესო, ყველაზე თამამი და მშრომელი ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე ცხოვრებაში მინახავს. ოჯახი და რეალ მადრიდი მისი ვნება იყო,"- დაწერა სანს დურანმა. 

ლორენცო სანსი საფეხბურთო კლუბს 1995 წლიდან 2000 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. მან ისეთ ფეხბურთელებთან გააფორმა კონტრაქტები, როგორიცაა რობერტო კარლოსი, კლარენს ზეედორფი და დავორ შუკერი. 

კომენტარები