Coda წერილი

Coda წერილი: კორონავირუსი, კოლექტიური იმუნიტეტი და მრუდის გაბრტყელება

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის.

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე.

ავტორი: მარიამ კიპაროიძე

დღევანდელ წერილში: ბოლო მსოფლიო ამბების მიმოხილვა; ამირან გამყრელიძე ქოდასთან ინტერვიუში თქვენს კითხვებს პასუხობს და მოხუცები, რომლებსაც სახლში დარჩენა არ უნდათ.

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია:

  • საქართველოში 54 ინფიცირებულია, მსოფლიოში 339,600-ზე მეტი.
  • კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომი ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვაც შეიძლება იყოს. ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა მოსახლეობას და მედიკოსებს მოუწოდეს, ყურადღება მიაქციონ ამ სიმპტომებს Covid19-ით დიაგნოზის დასმისას. დაინფიცირებულს შესაძლოა, სხვა არაფერი აწუხებდეს, მაგრამ კორონავირუსის მატარებელი იყოს.
  • გერმანიაში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ მთავრობამ ორ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალა. კვირას საღამოს ანგელა მერკელმა თვით-კარანტინი დაიწყო, რადგან გაირკვა, რომ დაინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
  • სიტუაცია მძიემა ესპანეთშიც, სადაც მთავრობამ საგანგებო რეჟიმი კიდევ ორი კვირით გააგრძელა მას შემდეგ, რაც კვირას, ერთ დღეში ვირუსს 394 ადამიანი ემსხვერპლა. ესპანეთში გარდაცვლილთა საერთო რაოდეონბა 1720-ია.
  • იტალიამ ყველანაირი შიდა გადაადგილება აკრძალა მას შემდეგ, რაც იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 5,417მდე გაიზარდა. Მათ შორის არის ერთ ერთი წამყვანი ექიმიც რომელიც ვირუსს ებრძოდა.
  • ექიმებისთვის რისკზე ლაპარაკობენ ბრიტანეთშიც, სადაც მთავრობა ხალხს სახლში დარჩენას სთხოვს. Ბრიტანეთში მკვეთრად გაზრდილია ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა და გაზეთები იუწყებიან, რომ ქვეყანა “იტალიის სცენარისთვის” უნდა მოემზადოს.
  • ამერიკაში ვირუსი აღოაჩნდა რესპუბლიკელ სენატორ, რენდ პოლს. Პოლის მაგალითი აჩვენებს თუ რამდენად გადამდებია ვირუსია და რამდენად ბუნდოვანია ჩვენი წარმოდგენა ინფიცირებულთა ნამდვილ რაოდენობაზე. პოლს სიმპტომები არ ჰქონდა და დაინფიცირებულთან პირდაპირი შეხება არ ჰქონია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთერთ დიდ ღონისძიებაზე მასთან ერთად იმყოფებოდა ორი დაინფიცირებული. Პოლმა ტესტი გაიკეთა მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი რისკის ჯგუფშია, მას რამოდენიმე წლის წინ ფილტვების რთული ოპერაცია გაუკეთეს.
  • ამერიკაში სახელმწიფოს ეკონომიკის მასტიმულირებელი თითქმის 2 ტრილიონიანო გეგმა, საკანონმდებლო ორგანოს ჯერაც არ დაუდასტურებია. ამასთან, ამერიკაში დღითიდღე იზრდება ავადმყოფების რაოდენობა, დეფიციტშია მედიკოსებისთვის აუცილებელი დამცავი საშუალებები და ტესტის გასაკეთებელი ატრიბუტები.
  • Ჩინეთის მაგალითზე რუსეთი ვირუსით განადგურებულ იტალიას ექიმებს და საჭირო მოწყობილობას უგზავნის დასახმარებლად. ამავე დროს რუსი ექიმები მოსკოსა და პეტერბურგში გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში სიტუაცია კატასტროფულია და დამცავი საშუალებები არ ჰყოფნით. ოფიციალური მონაცემებით რუსეთში 367 დაინფიცირებულია, მაგრამ ამ სტატისტიკის ცოტას სჯერა.
  • რუსეთში აიკრძალა ხალხმრავლობა ტაძრებში, საქართველოში ოფიციალურად არ აკრძალულა. Ახალი წესები ამოქმედდა საბერძნეთშიც. საბერძნეთის პოლიციამ, შაბათს, დააკავა მართმადიდებელი მღვდელი, რომელმაც შეზღუდვების დარღვევით წირვა ჩაატარა. უკრაინაში ეკლესია სრულ სოლიდარობას უცხადებს მთავრობას და მრევლს სახლში დარჩენას სთხოვს.
  • კანადა და ავსტრალია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეებს არ გაგზავნიან. Მათი განცხადებები იაპონიის და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის მწვავე კრიტიკის ფონზე გაკეთდა. Მაშინ, როდესაც მსოფლიოში უამრავი კულტურული და სპორტული ღონისძიება გადაიდო ან გაუქმდა, ოლიმპიურ კომიტეტს ტოკიოში ზაფხულის თამაშების გადადებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებიათ. გადაწყვეტილება რთულია: ისტორიულად ოლიმპიური თამაშები მხოლოდ მსოფლიო ომების დროს იყო შეჩერებული.

დღის კითხვა: და მაინც, რატომაა Covid19 ამდენად საშიში?

Სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე არც ერთ კრიზისს არ შეუცვლია ამ დონეზე მსოფლიო.

და მაინც როგორ მოახერხა კორონავირუსმა ამ მასშტაბის კრიზისის შექმნა მაშინ, როცა მას ნაკლები სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე, მაგალითად, პირველ კორონავირუს სარსს ან ქათმის გრიპს?

ამ კითხვით ამირან გამყრელიძეს მივმართეთ.

Მან აგვიხსნა რომ მართალია, ქათმის გრიპის სიკვდილიანობა ბევრად უფრო მაღალია (50%-ზე მეტი), მაგრამ ქათმის გრიპისგან ადამიანები დაგვიცვა სახეობრივმა იმუნიტეტმა. ანუ, ფრინველის დამახასიათებელმა დაავადებამ ადამიანებში მხოლოდ ფრინველთან რეგულარული კონტაქტის მერე შემოაღწია. შესაბამისად, ადამიანებში ის სწრაფად ვერ გავრცელდა.

Covid19 სხვა ტიპის დაავადებაა. ახალი კორონავირუსით ჩვენს სახეობაში გაჩნდა ახალი პათოგენი, რომლის მიმართ ჯერ არავინაა იმუნური, ამიტომ ბევრი ავადდება.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბევრი დაავადება, მაგალითად წითელა, მუდმივ იმუნიტეტს ტოვებს. როგორ მოიქცევა კორონავირუსი, ჯერ არ ვიცით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის მოკლე პერიოდით მაინც დატოვებს იმუნიტეტს ადამიანის ორგანიზმში. მაგრამ ეს ჯერ დაუდგენელია.

გამყრელიძის თქმით, ახალი კორონავირუსი რესპირაციული ვირუსების ჯგუფშია, რომლებიც მუდმივ იმუნიტეტეს, როგორც წესი, არ ტოვებენ. ანუ, ერთხელ დაინფიცირებული, შესაძლოა, მეორედაც დაავადდეს.

“ამიტომ არის ეს დაავადებები რთული სამართავი. ვაქცინა გრიპის დროს ყოველ სეზონზე უნდა გაიკეთო, რადგან თუ გადაიტან გრიპს, არ დაგრჩება ეს იმუნიტეტი მთელი ცხოვრების განმავლობასში. კორონავირუსი არ არის გრიპის ვირუსი, მაგრამ არის რესპირაციული ჯგუფის ვირუსი, ამიტომ ამ დროსაც ეს გადატანილი ინფექცია არ დატოვებს [მუდმივ იმუნიტეტეს],” გვითხრა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე, ისევე როგორც მისი კოლეგები დასავლეთში, ფიქრობს რომ ეს კორონავიურსი, პირველი ტალღის შემდეგ, გრიპის ვირუსის მსგავსად, დაბრუნდება ხოლმე.

როგორ შეიძლება ვირუსი დასუსტდეს?

“საბოლოოდ მოხდება ის, რომ კორონავირუსი გადაიქცევა ენდემიურ დაავდებად,” სოციოლოგმა და მედიკოსმა ნიკოლას კრისტაკისმა თქვა CNN-ზე გასულ კვირას. ანუ, პანდემია რომ ჩაივლის, კორონავირუსი სულ იტრიალებს ჩვენს საზოგადოებაში და სტაბილურად იარსებებს ჩვენ ირგვლივ.

ვინც გადაიტანა ვირუსი, განმეორებითაც რომ ინფიცირდეს, დროთა განმავლობაში უფრო მსუბუქად დაავადდება. და თან, ნაკლებად გადასცემს ვირუსს სხვას. ეს დაავადების მიმართ შედარებით რეზისტენტულს გაგვხდის თანდათან და როცა ბევრი ადამიანი გახდება კორონავირუსის მიმართ გარკვეულ დონეზე მაინც რეზისტენტული, დაავადება დასუსტდება და უფრო და უფრო კოლექტიურად იმუნურები გავხდებით მის მიმართ.

შესაბამისად, მომავალი ტალღების დროს ვირუსი ასე საშიში აღარ იქნება, რადგან გამომუშავებული გვექნება კოლექტიური იმუნიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ჩვენგანს სულაც არ ექნება გადატანილი Covid19.

კოლექტიური იმუნიტეტი ვაქცინითაც მიიღწევა. თუ საზოგადოების დიდი ნაწილი აცრილია, ესე იგი, იმუნურია.

“ამიტომაა ვაქცინაზე ასეთი სერიოზული მუშაობა, რადგან ადამიანები როგორც გრიპზე იკეთებენ აცრას, ასევე უნდა გაიკეთონ ყოველწლიურად [კორონავირუსზეც],” გვითხრა გამყრელიძემ.

თუ კოლექტიური იმუნიტეტი გვიშველის, მაშინ ვაცადოთ კორონავირუსს დააინფიციროს ხალხი, რომ დაავადება დასუსტდეს?

Ეს ტაქტიკა ბრიტანელებმა სცადეს: საზოგადოებრივი შეზღუდვების მაგივრად მათ მარტის დასაწყისში გამოაცხადეს რომ მოსახლეობამ კოლექტიური იმუნიტეტი უნდა გამოიმუშაოს. Მაგრამ მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, მალევე აზრი შეიცვალა და ვირუსის კონტროლი დაიწყო.

ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, ამ კორონავირუსს არ შეიძლება, ვაცადოთ, თავისით ამოწუროს თავი და კოლექტიური იმუნიტეტი გამოგვიმუშაოს. სანამ ამ ეტაპამდე მივალთ, “მრუდი უნდა გავაბრტყელოთ.”

მრუდის გაბრტყელება

“მრუდის გაბრტყელება” ნიშნავს შემდეგს:

იმის ნაცვლად, რომ ყველა კორონავირუსის შემთხვევა ერთდროულად გამოვლინდეს და ტალღასავით გადაუაროს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს, მეცნიერები და სახელმწიფოები, სხვა ყველა ჩვენგანთან ერთად, ცდილობენ, გამოვლენილი ინფიცირებულების რაოდენობა დროში გადაანაწილონ.

ყველა თუ ერთად გახდა ავად, სამედიცინო სისტემები ვერ მოერევა ავამდმყოფებს, ვერც ფიზიკური და ვერც სამედიცინო რესურსით. ეს ემართება ახლა იტალიას. Ამის რისკის ქვეშ დგას ესპანეთი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.

მრუდი რომ მაქსიმალურად ჰორიზონტალური იყოს, ამას ვცდილობთ ახლა ჩვენც საქართველოში, როცა 10 ადამიანზე მეტი დახურულ სივრცეში არ ვიკრიბებით და ერთმანეთთან შეხვედრას ვერიდებით. ამით კორონავირუსის გავრცელების მოცულობას და ტემპს ერთდროულად ვამცირებთ.

დაავადების გამოვნელის დროში გადანაწილებით:

  • ნებისმიერ მოცემულ მომენტში საავადმყოფოები და ინტენსიური თერაპიის ბლოკები ნაკლებად გადაიტვირთება, რაც საშუალებას აძლევს მედიკოსებს, ადეკვატურად უმკურნალონ ყველას.
  • თუ დაავადებას, ერთბაშად აფეთქების მაგივრად, დროში გავწელავთ, მეტი შანსია, რომ რაღაც პერიოდის მერე კორონავირუსზე მეტი ინფორმაცია გვქონდეს და ინფიცირებულებს უფრო ეფექტურად ვუმკურნალოთ.

მაგრამ სანამ მეცნიერები ვაქცინაზე და განსაკურნებელ წამლებეზე მუშაობენ, ჩვენ როგორ გავაბრტყელოთ მრუდი?

ერთმანეთს მოვერიდოთ და სახლში დავრჩეთ.

სახლში დარჩენა მოხუცებსაც უჭირთ

ძირითადად, ამ პანდემიისას ახალგაზრდებს აკრიტიკებენ ხოლმე, რომ უპასუხისმგებლოდ იქცევიან და სოციალურ დისტანცირებას არ იცავენ, გართობის და თავისუფლების სახელით.

ჟურნალ ნიუ იორკერისთვის ავტორი მაიკლ შულმანი წერს, როგორ უჭირს დაითანხმოს ასაკოვანი მშობლები, რომ სახლში დარჩნენ. შულმანი მარტო არაა.

ასაკოვანმა ამერიკელებმა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის მერე დაიწყეს, ბევრი რამ გამოიარეს და ფაქტობრივად, ამერიკული კულტურა გარდაქმნეს ახალგაზრდობისას, წერს შულმანი. ამიტომ, ახლა აქტიურ ცხოვრებაზე უარის თქმა უძნელდებათ, ისევე, როგორც თავიანთი ასაკის აღიარება.

საქართველოშიც უჭირთ ხანდაზმულებს სახლში დარჩენა. ბევრს გამოსავალიც არ აქვს: საკვები, წამალი, პენსია სჭირდება. ამავე დროს, ისინი ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან.

ეს ერთ-ერთი ჯგუფია, სადაც შეგიძლიათ, გაწევრიანდეთ, რომ მოხუცებს დაეხმაროთ.
 

ჯანმრთელობას გისურვებთ,
მარიამი

კომენტარები