კორონავირუსი

თურნავა: ავიაკომპანია, რომელიც რეისს შეასრულებს, გაფრთხილებულია, ბილეთის ფასი მისაღები იყოს

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს

თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ავიაკომპანია, რომელიც რეისებს შეასრულებს, მკაცრადაა გაფრთხილებული, ბილეთებზე მისაღები ფასები დააწესოს.

„ჩვენ დავასრულეთ ყველანაირი მოლაპარაკება და ძალიან მარტივია ჩვენი გადაწყვეტილება. ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში, ყველა კომპანია კანონითაც და პატრიოტული მოწოდებითაც კი ვალდებულია შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან. მათ შორის ავიაკომპანიებიც. კვირაში ორი ჩარტერული რეისი შესრულდება, სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას, მაგრამ ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისებს შეასრულებს, მკაცრადაა გაფრთხილებული, რომ მისაღები ფასები უნდა იყოს ბილეთებზე. ჩვენ ამ ფასების მაქსიმალურ ზღვარს ვაწესებთ. ასევე გაფრთხილებულია, რომ თანამემამულეების ჩამოყვანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების დაცვით უნდა მოხდეს. ავიაკომპანია აირზენასგან მიღებული გვაქვს დასტური, რომ ამას ყველაფერს დაემორჩილებიან, იმიტომ რომ ესაა მოცემულობა," - აღნიშნა ნათია  თურნავამ

კომენტარები