მესტიაში, ლატალის თემში 13 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს იარაღი თავად გაუვარდა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.