ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი

ტომ ჰენქსი: ორი კვირა გავიდა პირველი სიმპტომების გამოვლენიდან და თავს უკეთ ვგრძნობთ

რიტა უილსონი და ტომ ჰენქსი კარანტინში, საკუთარ სახლში.

ტომ ჰენქსი და მისი ცოლი რიტა უილსონი თავს უკეთ გრძნობენ, მას შემდეგ, რაც 10 დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტომ ჰენქსმა სოციალურ ქსელებში დაწერა.

"ორი კვირა გავიდა პირველი სიმპტომების გამოვლენიდან და თავს უკეთ ვგრძნობთ. ერთ ადგილას ჩაკეტვა ასე მუშაობს: არ გადადებ სხვას - არ გადაგედება სხვისგან. საღი აზრია, არა? დრო დაგვჭირდება, მაგრამ თუ ერთმანეთს გავუფრთხილდებით, დავეხმარებით როგორც შეგვიძლია და კომფორტს შევქმნით... ამასაც გადავლახავთ", - დაწერა 63 წლის მსახიობმა.

წყვილი ამჟამად ავსტრალიაში, საკუთარ სახლში კარანტინში იმყოფება.

ტომ ჰენქსსა და რიტა უილსონს კორონავირუსი 12 მარტს დაუდგინდათ. მსახიობები ავსტრალიაში, ელვის პრესლიზე ფილმის გადაღებების გამო იყვნენ, სადაც ტომ ჰენქსი მომღერლის მენეჯერის როლს ასრულებდა. ვირუსის დადგენის შემდეგ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, საინაც გასულ კვირას გამოწერეს.

კომენტარები