ლარის კურსი

ლარი დოლართან 5.09 თეთრით, ხოლო ევროსთან - 3.48 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 5.09 თეთრით, ხოლო ევროსთან - 3.48 თეთრით გაუფასურდა. 23 მარტის ვაჭრობის შედეგად, 1 დოლარის ღირებულება 3.2389 ლარია, 1 ევროსი -  3.4578 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან მიმართებითაც გაუფასურდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან - გამყარდა.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ლარი დოლართან ათ დღეში დაახლოებით 40 თეთრით გაუფასურდა, ეროვნულმა ბანკმა 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა რეზერვებიდან. შედეგად, ერთი დღით ლარი გამყარდა, თუმცა, შემდეგ ისევ გაუფასურება დაიწყო.

კომენტარები