კორონავირუსი

ნიკოლოზ გამყრელიძე: ჯერჯერობით ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა

facebook.com/NikolozGamkrelidze

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 8 პაციენტს შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე ჯერჯერობით არ არის, - ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძე ფეისბუქზე წერს

როგორც ნიკოლოზ გამყრელიძე აღნიშნავს, მისი მკურნალობა ჯერჯერობით კვლავ გრძელდება. 

"მეგობრებო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მწერს რომ მე ხომ არ ვარ 8 გამოჯანმრთელებულში, გავრცელდა ინფორმაცია რომ გამომწერეს კლინიკიდან. ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულშემატკივრობისთვის, ძალიან ვაფასებ თანადგომას ესეთ დროს. ჯერ ჯერობით ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა და ვაგრძელებ მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში. თავს ვგრძნობ ნორმალურად და იმედი მაქვს რომ ჩვენი ძალიან მაგარი ექიმების და სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით მალე დავტოვებ კლინიკას. მანამდე ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს სახლში დაბრუნებას და აქ მყოფებს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას!" - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე. 

კომენტარები