კორონავირუსი

ენდელაძე: შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს

ინტერპრესნიუსი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელის, მარინე ენდელაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის პირველადი ტესტის შედეგები უარყოფითია. მისივე თქმით, გაგზავნილია კიდევ სამი პაციენტის პირველადი ანალიზი.

"დაგეგილია განმეორებითი ტესტირება, დღეს გაგზავნილია სამი. ველოდებით პასუხებს, ასევე ორზე, პირველადი კვლევით მივიღეთ უარყოფითი. ხვალ გავაგზავნით, ანუ შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს"- თქვა ენდელაძემ და აღნიშნა რომ გამოჯანმრთელებული რვავე პაციენტი გაწერეს. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 პაციენტს დაუდასტურდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 235 ადამიანი იმყოფება.

კარანტინში მოთავსებულია 3320 პირი. ამ პირების გარდა, მარნეული და ბოლნისი 23 მარტის 01:00 საათიდან კარანტინშია. კარანტინი შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებულ ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძიებაში მონაწილეობდა და მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს. კარანტინის აღსრულებას შსს-ის და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ. თავად ინფიცირებული ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. 

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული 

კომენტარები