ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 27 მარტამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების ცნობით, 25-26 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

თბილისში 23-24 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25-26 მარტს კი შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება.

კომენტარები