აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 582-მდე გაიზარდა

AP

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ კი ვირუსული ინფექციით 582 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 2,411 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, COVID-19-ით 46,145 პირია დაინფიცირებული, აქედან 295 გამოჯანმრთელდა.

24 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 382,366 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსისგნ განიკურნა 102,505, ხოლო გარდაიცვალა - 16,568.

რაც შეეხება საქართველოს, აქ COVID-19-ით ინფიცირების 66 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 პირმა კი უკვე დატოვა კლინიკა. კარანტინში ამ დრომდე 3 320 ადამიანია რჩება.

კომენტარები