Rick and Morty

Rick and Morty-ს ახალი ეპიზოდები მაისში გამოვა

0 კომენტარი
ფოტო: Gamesradar

პოპულარული ანიმაციური სერიალის Rick and Morty ახალი ეპიზოდები მიმდინარე წლის მაისში გამოვა. ინფორმაციას სატელევიზიო არხი Adult Swim ავრცელებს.

ჯასტინ როილანდისა და დენ ჰარმონის მიერ შექმნილი სატელევიზიო შოუ ეთერში 2013 წლიდან გადის. მთავარი გმირები შეშლილი მეცნიერი - რიკი და მისი უფროსკლასელი შვილიშვილი - მორტია. პერსონაჟებმა პოპულარობა მალე მოიპოვეს, ანიმაციისგან დამოუკიდებლად ისინი არაერთი კომპიუტერული თუ მობილური თამაშების, მიმებისა და კომიქსების გმირებიც არიან.

ამ დროისთვის სერიალის მეოთხე სეზონი მიმდინარეობს. ეპიზოდების ნაწილი 2019 წლის ნოემბერში გამოვიდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები