კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 4055-მდე გაიზარდა

CNN

საქართველოსი კარანტინში მყოფთა რაოდენობა 4055-მდე გაიზარდა. ინფორმაცია  მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე განახლდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.

რაც შეეხება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევებს. 24 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირდა 66 ადამიანი. მათგან 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 პირმა კი უკვე დატოვა კლინიკა.

ცნობისთვის, 23 მარტიდან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. მოსახლეობას გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად შეუძლია. მიზეზი მარნეულში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ქალია, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა.

ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში [როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - წლისთავი] მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მისი 90-ზე მეტი კონტაქტი, თუმცა, "რაოდენობა კიდევ უფრო მეტია". ინფიცირებულის კონტაქტების სავარაუდო კონტაქტები კი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 1700-ს აღწევს.

მსოფლიოში კი ახალი კორონავირუსით 382,366 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსისგნ განიკურნა 102,505, ხოლო გარდაიცვალა - 16,568.

კომენტარები