ლარის კურსი

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3,5 ლარი ღირს, Bloomberg-ის სისტემაში 3,43

0 კომენტარი
ფოტო: ეროვნული ბანკი

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კურსით ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ამ დროისთვის TBC ბანკში 1 დოლარი 3,51 ლარი ღირს, ხოლო საქართველოს ბანკში კი 3,5 ლარი. 

ეროვნული ვალუტა უფასურდება Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც. აქ ამ დროისთვის 1 დოლარის ღირებულება 3,43 ლარია. ლარმა ორშაბათს გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა, ერთი დოლარის ღირებულებამ 3,23 ლარი, ხოლო 1 ევროსი 3,45 ლარი შეადგინა. 

ლარის გაუფასურება ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაიწყო. ბოლო კვირებში საქართვეოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი მხოლოდ ერთ სავაჭრო დღეს, 15 მარტს გამყარდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები