რუსეთი

რუსეთში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის სახლში ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

0 კომენტარი

რუსეთში, ჩერეპოვეცისა და ბელოზერსკის ეპისკოპოს ფლავიანეს სახლში ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ინტერნეტ სააგენტო სერევინფორმ-ზე დაყრდნობით ლენტა.რუ ავრცელებს. 

ნარკოლაბორატორიის გარდა, სანქ-პეტერბურგში მდებარე ეპისკოპოსის კუთვნილ ბინაში მზა პროდუქციის პარტიაც იპოვეს. ცნობილია, რომ სახლში ეპისკოპოსის მეგობარი 22 წლის კაენ მონტანელი ცხოვრობდა. 

ეპისკოპოსის წინააღმდეგ აღძრულია საქმე თაღლითობის მუხლითაც. როგორც ცნობილია, ჩხრეკა ჩატარდა მის სამუშაო ადგილზეც. თავად ეპისკოპოსი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. სასულერო პირის ადვოკატების თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესებამება და მიზნად ეპისკოპოსის სახელისა და რეპუტაციის შებღალვას ისახავს. 

ამის მიუხედავად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა ფლავიანეს ეპისკოპოსობა შეუჩერა და დროებით პავლო-ობნორსკის მონასტერში გაამწესა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები