კორონავირუსი

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებული იტალიელი პაციენტები მიიღეს

Tyrone Siu/Reuters

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებული იტალიელი პაციენტები მიიღეს. 

საქსონიის პრემიერის, მიხაელ კრეჩმერის ინფორმაციით, ინფიცირებულთა მიღების თხოვნით მათ იტალიის მთავრობამ მიმართა. საქსონია იტალიიდან ექვსი პაციენტის მიღებას დასთანხმდა.  

კრეჩმერის თქმით, პაციენტების მიღება ექიმებს დაეხმარება, უკეთ შეისწავლონ ახალი კორონავირუსი. ასევე, მისი თქმით, ეს სოლიდარობის ნიშანია. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია, სხვებს დავეხმაროთ", - თქვა კრეჩმერმა. 

საქსონიაში კორონავირუსით ინფიცირებული 658 პაციენტი ჰყავთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მცირე მაჩვენებელია გერმანიაში. 

იტალიაში, ჩინეთის შემდეგ, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი, 63 927 შემთხვევაა დადასტურებული. იტალიას მსოფლიოში ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს - 6 077 ადამიანი.  

გერმანიაში კორონავირუსით 29 560 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 126 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 413.

კომენტარები