ტრამპი: ამერიკა იმისთვის არ დაარსებულა, რომ დახურული იყოს, ბიზნესისთვის მალე გავიხსნებით

დონალდ ტრამპი
AP

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთავრობა ბიზნესისა და საწარმოების მუშაობის განახლებას გეგმავს. გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ როდის და რა პირობებში აღდგება ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მომავალ კვირას მიიღებენ. 

"აშშ კვლავ და მალე გაიხსნება ბიზნესისთვის, ძალიან მალე, ვიდრე სამ და ოთხ თვეში", — განაცხადა დონალდ ტრამპმა. პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ რა გზას აირჩევს აშშ, 30 მარტს მიიღებენ. "ჩვენ ვსაუბრობით ქვეყნის გახსნაზე, რადგან ამ დროისთვის ეკონომიკურად გაჩერებულები ვართ."

დონალდ ტრამპის თქმით, თავის გუნდთან ერთად ის განიხილავს ვარიანტებს თუ როგორ უნდა აღადგინოს კერძო სექტორმა საქმიანობა პანდემიის პირობებში. "ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ დაარსებულა, რომ დახურული იყოს", — განაცხადა ტრამპმა. 

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოაცხადა, ამ დღესვე 30 დღით ჩაიკეტა მიმოსვლა ევროკავშირთან. თავის მხრივ საპირისპირო მოწოდებებს აკეთებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. 

ამ დროის ინფორმაციით, Сovid-19-ით აშშ-ში 46 ათასი ადამიანია დაავადებულია, დაღუპულია 500. მსოფლიოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 380 ათასი ადამიანია ინფიცირებული, გარდაიცვალა 16,500, ხოლო გამოჯანმრთელდა 101 ათასი ადამიანი.

კომენტარები