ლარის კურსი

ლარი დოლართან 21.05 თეთრით, ევროსთან 28.58 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 24 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.

გაუფასურებამ დოლართან 21.05 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან 28.58 თეთრი.

ამრიგად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.4494 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.7436 ლარი.

ლარი გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებითაც.

დღეს, 24 მარტს ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ლარის გაუფასურების შესამცირებლად უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. კორონავირუსის კრიზისის ფონზე ეროვნულმა ბანკმა ჯამში უკვე გაყიდა 60 მილიონი დოლარი.

კომენტარები