ახალი კორონავირუსი

ტიკარაძე: გეგმიური ოპერაციები 4 თვიან ჭრილში გადავადდება

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გეგმიური ოპერაციები გადავავდდება.

ეკა ტიკარაძემ ეს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"განსაზღვრულია უფრო ფართო გაშლის და მრავლობითი საწოლების მქონე მრავალპროფილური კლინიკები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება. მათი ნუსხა გამოქვეყნდება ხვალ. იქნება რეგიონულ ჭრილშიც განსაზღვრული. თუ როგორ გავრცელდება Covid 19, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას სხვადასხვა კლინიკაში საწოლ-ფონდის გაშლაზე.

რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს - ჩვენ შევიტანეთ ცვლილება. იგეგმება 4-თვიან ჭრილში გეგმიური ოპერაციების გადავადება", - თქვა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ცვლილება არ შეეხება სასწრაფო ოპერაციებს.

24 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 67 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4055 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტის 01:00 საათიდან მარნეული და ბოლნისი საკარანდინო ზონებად გამოცხადდა. კორონავირუსი დაუდასტურდა 62 წლის მარნეულელ ქალს, რომლის კონტაქტების ჯაჭვში დაახლოებით 1700 ადამიანია. ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე. აღსანიშნავია, რომ მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსში ქალს 4 დღის განმავლობაში გრიპზე მკურნალობდნენ და მხოლოდ სუნთქვის გაძნელების შემდეგ მოხდა მისი კორონავირუსზე ტესტირება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები