ონლაინ მოწვეულმა სინოდმა უკრაინის ეკლესიაში მრევლის წირვაზე დასწრება აკრძალა

უკრაინის ეკლესიის წირვებზე ტაძარში მრევლი არ იდგება.

მორწმუნეებს საშუალება ექნებათ, წირვა-ლოცვას თვალი საკომუნიკაციო საშუალებებით ადევნოს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა, რომელიც , ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა და ქვეყანაში შემოღებული განსაკუთრებული ზომების გამო დისტანციურად შეიკრიბა, გადაწყვეტილება 24 მარტს მიიღო

სინოდის განცხადებაში წერია:

"ვინაიდან ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების გამო უკრაინის მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ გადაადგილების, შეკრების უფლება, ასევე დაწესებულია სხვა აკრძალვები.

ეკლესია ზრუნავს საკუთარ შვილებზე, მათ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. იმ შეზღუდვების გამო, რაც უკრაინელ ხალხს ეკისრება, მათ შორის, შეკრების და გადაადგილების მნიშვნელოვან შეზღუდვებს, ეკლესია იკისრებს საერთო ტვირთს, ვინაიდან სურს, საზოგადოებას აჩვენოს კარგი, პასუხისმგებლიანი მიდგომის მაგალითი და ასკეტურად შეუზღუდავს თავს.

ეკლესია, კონკრეტულად მაღალიერარქები და მღვდლები, ღმერთის წინაშე პასუხისმგებლები არიან, შეასრულონ მისი ნება და იხსნან ადამიანები ეშმაკთან შეკვრისა და ამქვეყნიური სიკვდილისგან. ისინი ებრძვიან ადამიანების ცოდვებს ლოცვითა და რიტუალებით.

აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა მთავრობის გადაწყვეტილებას, შეკრების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, ახალი კორონავირუსის პანდემიის თავიდან აცილების მიზნით, სამღვდელოება აღავლენს წირვა-ლოცვას მორწმუნეების დასწრების გარეშე. მრევლს საშუალება ექნება, ლოცვას დისტანციურად, თანამედროვე კომუნიკაციების საშუალებებით დაესწროს.

ეკლესიების მუშაობის სრულად გაჩერება შეუძლებელია. ტაძრები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მორწმუნეთათვის, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, სოციალური დისტანციის წესების დაცვით", - წერია სინოდის განცხადებაში.

რაც შეეხება ზიარებას - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, სასულიერო პირები სახლებში აზიარებენ მორწმუნეებს, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მორწმუნეებს კი სასულიერო პირები, სურვილის შემთხვევაში, ჰოსპიტალშიც მიაკითხავენ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სასულიერო პირები, ვისაც ექნებათ კონტაქტი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან, ან თავად აღმოაჩნდებათ სიმპტომები, ვალდებულები იქნებიან, ამის შესახებ მათ სულიერ ხელმძღვანელობას და ჯანდაცვის მუშაკებს შეატყობინონ.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად Covic 19-ის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არც ღვთისმსახურება შეაჩერა და არც ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვალა.

კომენტარები