რობერტ დე ნირო

რობერტ დე ნირო: დარჩით სახლში, გიყურებთ

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში არაერთი ცნობილი ადამიანია ჩართული. ლეგენდარულმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

"გამარჯობა, მე ვარ რობერტ დე ნირო. ყველანი სახლში უნდა დავრჩეთ. ვირუსის გავრცელება უნდა შევაჩეროთ. ამის გაკეთება ერთად შეგვიძლია. დავიცვათ თავი, ჩვენი ახლობლები და ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც გვიყვარს. გთხოვთ, დარჩით სახლში, გიყურებთ."

მსახიობმა მიმართვა ფრაზით I'm Watching You დაამთავრა, რომელიც მის პერსონაჟს ჯეკ ბერნს(ფილმები Meet The Parents, Meet The Fuckers) ეკუთვნის. 

 

კომენტარები