კორონავირუსი საქართველოში

ზოიძე: ერთ-ერთი პირველი რისკჯგუფი, ვისაც სწრაფი ტესტი უნდა დაურიგდეს სასულიერო პირები არიან

აიპრესი

ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მთავრობას ურჩევს, რომ ერთ-ერთი პირველი რისკჯუგი, რომელსაც სწრაფი ტესტები შეუძლიათ დაურიგონ, სასულიერო პირები არიან. 

"მთავრობას ვურჩევდი, ერთ-ერთი პირველი რისკ-ჯგუფი, რომელსაც მათ შეუძლიათ დაურიგონ სწრაფი ტესტები და ჩაუტარონ კვირაში ერთხელ მაინც ტესტირება, ეს სასულიერო პირები და განსაკუთრებით, იმ ეკლესიების მოძღვარები შეიძლება იყვნენ, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხთან უხდებათ ურთიერთობა. სწრაფი ტესტების მეშვეობით სწრაფი სკრინინგი ჩაიტარონ, რომ უნებლიეთ არ გახდნენ ინფექციის გავრცელების წყარო."

ზოიძემ საერთო კოვზით ზიარების წესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსად, ზიარებაში, სახარებაში არ შეხვედრია, კოვზი აუცილებელი ატრიბუტი იყოს. 

"რაც შეეხება კოვზს, მე არსად ბიბლიაში, სახარებაში არ შემხვედრია, რომ კოვზი არის აუცილებელი ატრიბუტი. მე, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვითი სპეციალისტი, დაბეჯითებით მოვუწოდებ მრევლს, თითოეულ ადამიანს, დაიცავით წესები! დამერწმუნეთ, ეს გადაარჩენს ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენთვის ძვირფასია,"- თქვა აკაკი ზოიძემ. 

ახალი კორონავირუსის გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის. 

კომენტარები