ახალი კორონავირუსი

ექიმს, რომელიც ფილმის Contagion შექმნაში იღებდა მონაწილეობას, კორონავირუსი დაუდგინდა

0 კომენტარი
ფოტო: The Shovel

ექიმ იან ლაპკინს, რომელიც ფილმის Contagion შექმნაში იღებდა მონაწილეობას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია თავად ლაპკინმა Fox Business-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა:

"ამ შოუს ეთერს გამოვიყენებ და ვიტყვი, რომ კორონავირუსი მეც შემეხო. გუშინ Covid-19 დამიდასტურდა. ცუდი ამბავია, როგორც ხედავთ ვირუსისგან დაცული არავინ არის,"-ამბობს ექიმი.

ლიპკინი კოლუმბიის უნივერსიტეტის ინფექციებთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელია. იგი აქტიურად იყო ჩართული ნილოსის ვირუსისა და SARS-ის ეპიდემიებთან ბრძოლაში.

რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა Contagion-ზე მუშაობისას ლარკინი მთავარ მეცნიერ-კონსულტანტად აიყვანა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ადამიანები უცნობი ვირუსით ინფიცირდებიან, დროთა განმავლობაში მსოფლიოში კატასტროფული ეპიდემია და კრიზისი იწყება. ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე Contagion გასული თვის ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ფილმი გახდა.

წყარო

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები