კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშავო

რუსთავი 2

"65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშავო," - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, კითხვას, თუ რა რეკომენდაცია აქვთ იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომლებიც ასაკით რისკჯუფში შემავალ პერსონალს სთხოვს სამსახურში მისვლას. 

"აქ ორგვარია მიდგომა. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის. რეკომენდაცია ყველას ეხება ერთნაირად გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის ადამიანი, რომ 65 წელზე მეტის ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ," - თქვა პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ თავადაც ამ ასაკის არის, თუმცა სახლში ვერ დარჩება, რადგან უნდა იმუშავოს. 

COVID-19-ით საქართველოში 73 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელებულია

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინში 4 055 ადამიანია მოთავსებული. ამასთან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.

კომენტარები