ირანში COVID-19-ით გარდაცვლითა რიცხვი 2,077-მდე გაიზარდა

https://www.france24.com/

ირანში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 143 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2,206 ახალი შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში COVID-19-ით დაინფიცირების 27,017 შემთხვევა აღირიცხა, აქედან 8,913 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2,077 გარდაიცვალა.

25 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 428,220 შემთხვევა დადასტურდა, 109,241 პირი განიკურნა, გარდაიცვალა - 19,101.

რაც შეეხება საქართველოს, COVID-19-ით 73 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინში 4 055 ადამიანია მოთავსებული. ამასთან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.

 

კომენტარები