კორონავირუსი

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

Leon Neal/AFP/Getty Images

71 წლის პრინც ჩარლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის შოტლანდიაში, თვითიზოლაციაში იმყოფება. 

"უელსის პრინცს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ჰქონდა სუსტი სიმპტომები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ის სახლიდან აგრძელებს მუშაობას", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, კორონავირუსზე ტესტი კორნვოლის ჰერცოგინიასაც ჩაუტარდა - მისი პასუხი უარყოფითია. ის პრინც ჩარლზთან ერთად თვითიზოლაციაშია.  

ოფიციალური განცხადების მიხედვით, შეუძლებელია დადგენა, თუ ვისგან გადაედო პრინც ჩარლზს კორონავირუსი, რადგან გასულ კვირას ის ბევრ ადამიანს შეხვდა. 

რაც შეეხება დედოფალ ელისაბედ მეორეს, ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით ის პრინც ჩარლს ბოლოს 12 მარტს შეხვდა და თავს კარაგდ გრძნობს.

ინგლისში კორონავირუსით 8 077 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 135 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 422 პირი. 

დიდ ბრიტანთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ორ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. დაიხურა ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი ადგილები, დაწესებულებები, რომელთა მუშაობაც აუცილებელი არ არის. მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ პროდუქტების შესაძენად, დღეში ერთხელ სავარჯიშოდ, სამედიცინო საჭიროებისთვის ან სამსახურში წასასვლელად ( თუ სახლიდან მუშაობა შეუძლებელია) შეუძლიათ. 

კომენტარები