ლარი

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

Reuters

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კორონავირუსის ფონზე ლარის გაუფასურების შერბილების მიზნით სავალუტო რეზერვებიდან 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა.

24 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.4494 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.7436 ლარი.

18 მარტიდან მოყოლებული ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 20%-ით გაუფასურდა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვალუტის შემთხვევაში.

ეროვნულმა ბანკმა 24 მარტს გამოაცხადა, რომ ლარის გაუფასურების შესამცირებლად უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. იქამდე კორონავირუსის კრიზისის ფონზე ეროვნულმა ბანკმა ჯამში უკვე გაყიდა 60 მილიონი დოლარი.

კომენტარები