Game of Homes

Game of Homes - თვითიზოლაციური თამაშები სახლში დარჩენის გასაადვილებლად

Game of Homes ფეისბუქზე შექმნილი ახალი ჯგუფია, რომლის მიზანიც თვითიზოლაციასა და სახლში მყოფი ადამიანებისთვის დროის ხალისიანად გატარებაა.

პროექტს ერთობლივად ახორციელებს "სექტორი 3", "დემოკრატიის ლაბორატორია" და "კრაკენი" ფონდ პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით. ასევე პროექტის პარტნიორია საქართველოს ფოსტა და Glovo.

ამასთან ერთად, ჯგუფის ორგანიზატორების თქმით, House of Homes-ში ყოველთვიურად თამაშდება ერთი მთავარი პრიცის, რომელსაც ყველაზე აქტიური წევრი იგებს - მარტი-აპრილის თვეში ეს პრიზი Playstation-ია. 

"მოიწყინე? არ იცი რა აკეთო? გიჟდები?

ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ კი არა ყველას ესმის, იმიტომ რომ ყველანი ამ დღეში ვართ. კორონა ვირუსმა სახლში ყოფნა აქცია ყველაზე გავრცელებულ საქმიანობად. ადამიანები დისტანციურად მუშაობენ და სწავლობენ, თუმცა მუშაობის და სწავლის გარდა მნიშვნელოვანი ასევე თავისუფალი დროის სახალისოდ გატარება, გართობა, ერთმანეთთან ინტერაქცია და აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნებაა.

თანამედროვე პრობლემები თანამედროვე გადაწყვეტას მოითხოვს, სწორედ ამ მიზნით, დემოკრატიის ლაბორატორიის, სექტორი 3-ის, კრაკენისა და imitom.ge-ს პარტნიორობით და ფონდი პროდემოსის მხარდაჭერით შეიქმნა ჯგუფი Game of Homes, რომლის მთავარი მიზანი თვითიზოლაციის რუტინის გასახალისებაა. ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, უკვე 4000-ზე მეტი წევრი ჰყავს და მათ სახლის პირობებში ადვილად განსახორციელებელ თამაშებს, გამოწვევებსა და შეჯიბრებებს სთავაზობს.

ფეისბუქ ჯგუფში შეუძლია დაემატოს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც რა თქმა უნდა აქვს ფეისბუქ ექაუნთი. წესები მარტივია, ყოველდღიურად იპოსტება 4 დავალება, მონაწილეებმა კი ამ დავალების შესრულების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას პოსტის ქვეშ აკომენტარებენ. ყოველდღიურად გამოვლინდებიან შეჯიბრის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ სპეციალური პრიზები.

სახლში ყოფნის გამრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადამიანების იზოლაციას, რითაც ვირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდე დავიყვანთ. გარდა ამისა პროექტი ცდილობს დაეხმაროს მასში ჩართულ მცირე ბიზნესს გაყიდვების სტიმულირებაში, საკუთარი პროდუქციის რეკლამირებასა და ამ კუთხით მომხმარებლის წახალისებაში. შექმნას ერთიანობის, მხარდაჭერისადა საერთო პრობლემასთან ბრძოლის სულისკვეთება, ხელს შეუწყოს პოზიტიურ კომუნიკაციასა და ადამიანების ინტერაქციას", - წერს ჯგუფის შემქმნელი.

კომენტარები