აშშ-მ კორონავირუსის განზრახ გამავრცელებლები შესაძლოა, ტერორისტებად ცნოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ის პირები, რომლებიც განზრახ ავრცელებენ ახალ კორონავირუსს, ტერორიზმისთვის განკუთვნილი კანონმდებლობით გაასამართლოს.

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისათვის წარდგენილ ანგარიშში გენერალური პროკურორის მოადგილე, ჯეფრი როუზენი წერს, "რადგანაც კორონავირუსი "ბიოლოგიური აგენტის" საჭირო განმარტებას ესადაგება... ამგვარი [კორონავირუსის განზრახ გავრცელების] აქტები შესაძლოა, მიუთითებდეს ქვეყნის ტერორიზმთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე."

დოკუმენტში არაა დაკონკრეტებული, უკვე გამოვლენილ შემთხვევაზეა საუბარი თუ ეს მხოლოდ პრევენციული ზომა იქნება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანასკნელი მონაცემებით ახალი კორონავირუსის 55 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 800-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 350-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები