კორონავირუსი

მსოფლიოში 450 000-ზე მეტი დაავადებულიდან 20 000 გარდაიცვალა, 113 000 უკვე გამოჯანმრთელდა

0 კომენტარი
2019-nCoV ფოტო: niaid

25 მარტის საღამოს მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 452,168 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 20,494 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 113,120 გამოჯანმრთელდა.

ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიას (7,503), ესპანეთს (3,434) და ჩინეთს (3,281) ჰყავს. ინფიცირებულთა რაოდენობით კი, პირველ სამ ადგილს ჩინეთი (81,218), იტალია (74,386) და აშშ (60,653) იკავებს.

318,980 აქტიური შემთხვევიდან 305,173 (96%) ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, 13,807 (4%) პაციენტის კი - სერიოზული ან კრიტიკული.

რაც შეეხება დახურულ შემთხვევებს, 133,621 პაციენტიდან 85% სრულად გამოჯანმრთელდა, 20,500 (15%) დაიღუპა.

წინასწარი შეფასებით, აღრიცხული შემთხვევებიდან, კორონავირუსის სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები