კორონავირუსი მსოფლიოში

პოლონეთში კორონავირუსით 1000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

0 კომენტარი

პოლონეთში კორონავირუსით დაავადების უკვე 1031 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 14 ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გამოჯანმრთელებულია მხოლოდ ორი ადამიანი, რაც იმით შეიძლება აიხსნას, რომ შემთხვევების უმეტესობა ბოლო კვირაში გამოვლინდა. შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.

ქვეყანაში საზღვრები დაკეტეს, რაც 13 აპრილამდე იქნება ძალაში. სკოლებს, თეატრებსა და კინოთეატრებს კი აღდგომამდე არ გახსნიან.

მოქმედი ზომებით, ადამიანებს სახლიდან გამოსვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებისთვის შეუძლიათ. ეს საჭიროებები გულისხმობს სამუშაოდ წასვლას, ძაღლის გასეირნებას, პროდუქტების შესყიდვას, მოხუცების მოვლას. აკრძალულია ორზე მეტი ადამიანის შეკრებაც, გარდა ოჯახის წევრებისა.

ქვეყანაში ასევე შეზღუდულია 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება რელიგიური რიტუალებისას, დაკრძალვებისას. შეზღუდვები ეხება საჯარო ტრანსპორტსაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები