კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: მარნეულიდან გადმოყვანილი ჩვილის ტესტის პასუხები, სავარაუდოდ, დილით იქნება

0 კომენტარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის თქმით, მარნეულიდან გადმოყვანილი ჩვილის ტესტის პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ დილით იქნება ცნობილი. მისი თქმით, შესაძლოა, ამ შემთხვევას კორონავირუსთან კავშირი არ აქვს. 

"მე ვფიქრობ, რომ ხვალ დილამდე პასუხი არ იქნება. თუმცა, შეიძლება, ასეთი მდგომარეობა ახალშობილებში, დისტრესიის განვითარება, ასოცირებული იყოს სრულიად სხვა მდგომარეობებთან და არ იყოს ვირუსთან კავშირში.

არ არის იშვიათი ახალშობილებში, ასეთი რამ ხდება ხოლმე ბავშვებში. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ახლა გვაქვს საქართველოში, უბრალოდ დამატებითი სიფრთხილის ღონისძიებად ტარდება COVID 19-ის ტესტირება.

ვნახავთ, შევისწავლით ლაბორატორიულად და შედეგები ცნობილი გახდება"- ამბობს ზახაშვილი ფორმულას ეთერში. 

ახალშობილი მარნეულიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ გვიან ღამით შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული. 

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინში 4 055 ადამიანია მოთავსებული. გარდა ამისა, მარნეული და ბოლნისი მთლიანად მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები