კორონავირუსი

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა. 

აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.  

30 800-ზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკში არის დადასტურებული.

აშშ-ში კორონავირუსით 69 171 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 394 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 1050 პირი. ქვეყანაში საგამგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 471 794 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 114 703 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 21 297. ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული, სადაც COVID-19-ს 7 503 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები