კორონავირუსი საქართველოში

კუს ტბამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/kustbatbilisi

კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე კუს ტბამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა. ამის შესახებ განცხადებას კუს ტბის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ გაფრთხილების მიუხედავად, ხალხის ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არ იცავდა სიცუალურ დისტანციას.

"ჩვენი, როგორც კუს ტბის ადმინისტრაციის მიერ სახლში დარჩენის რეკომენდაციისა და გაფრთხილების მიუხედავად, ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არღვევდა სოციალურ დისტანციას. იმის გამო, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა კუს ტბამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ და კვლავ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში, მიუდგეთ დღევანდელ სიტუაციას პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ერთმანეთზე," - წერია განცხადებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები