კონცერტი Covid-19-ის წინააღმდეგ

ელტონ ჯონი, ბილი აილიში და სხვები ექიმების მხარდასაჭერად სახლებიდან კონცერტს გამართავენ

0 კომენტარი

ელტონ ჯონი 29 მარტს Fox-ზე გასული კონცერტის წამყვანი იქნება, რომელსაც ცნობილი მომღერლები ახალი კორონავირუსის პანდემიასთან მებრძოლი ექიმების მხარდასაჭერად გამართავენ და თან შემოწირულობებს შეაგროვებენ.

კონცერტში მონაწილეობას თავად ელტონ ჯონი, ბილი აილიში, ალიშა ქისი, მერაია ქერი, ბილი ჯო არმსტრონგი, The Backstreet Boys და ტიმ მაკგროუ მიიღებენ.

მომღერლები Fox-ზე საკუთარი სახლებიდან ჩაერთვებიან.

შეგროვებული ფული Feeding America-ს და First Responders Children's Foundation-ს გადაერიცხებათ. ეს ორგანიზაციები ახალი კორონავირუსით დაზარებულ ზრდასრულ ადამიანებსა და ბავშვებს ეხმარებიან.

კონცერტი ერთი საათი გაგრძელდება და მას არანაირი სარეკლამო ჭრა არ ექნება.

ამერიკაში, 26 მარტის მონაცემებით, Covid-19-ით ინფიცირების 68 489 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 394 ადამიანი და გარდაცვლილია - 1032.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები