დენი დევიტო

დენი დევიტო: მთელი გულით გთხოვთ, დარჩით სახლში

Youtube

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში არაერთი ცნობილი ადამიანია ჩართული. მსახიობმა და რეჟისორმა დენი დევტომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

"სალამი ყველას, მე ვარ დენი დევიტო. ნიუ-იორკის შტატის მაცხოვრებლებს, მთელი გულით გთხოვთ, დარჩით სახლში. ყველანი სახლში დარჩით. ჩვენ პანდემია გვაქვს, გასაგებია რომ ახალგაზრდები მარტივად გადაიტანთ ვირუსს, მაგრამ შეიძლება მოხუცებს გადასდოთ, სანამ რამეს მიხვდებით, ჰოპ და მე აღარ ვარსებობ. გუბერნატორმა კუომომ მთხოვა თქვენთვის მომემართა, გთხოვთ, გაგვითვალისწინეთ და დარჩით სახლში, ნუ გაავრცელებთ ვირუსს. მადლობა. ტელევიზორის ყურებით გაირთეთ თავი,"-ამბობს 75 წლის კომიკოსი. 

კომენტარები