კორონავირუსი საქართველოში

ADB: განვიხილავთ ყველა ვარიანტს, რაც შეიძლება სწრაფად დავეხმაროთ საქართველოს

0 კომენტარი

აზიის განვითარების ბანკის [ADB] პრეზიდენტი, მასაცუგუ აკასავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანს ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა აზიის განვითარების ბანკის შესაძლო ფინანსური დახმარება იყო. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადებაშია ნათქვამი.

"აზიის განვითარების ბანკი ყველანაირად შეეცდება მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს უპრეცენდენტო გამოწვევის დროს. ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს რათა, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავეხმაროთ საქართველოს", — აღნიშნულია განცხადებაში. 

აზიის განვითარების ბანკმა გამოთქვა მზაობა მჭიდროდ იმუშავოს საქართველოს მთავრობასთან პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისა და კერძო სექტორის დასახმარებლად. თავის მხრივ ივანე მაჭავარიანმა, მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას და განაცხადა, რომ ამ დროს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. 

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პანდემიის გარდა საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად ნავთობის ფასების ვარდნა მოქმედებს, რის შედეგადაც მცირდება ვაჭრობის მოცულობა მეზობელ ქვეყნებთან. 

განცხადებაში საუბარია, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტი-კრიზისულ გეგმაზე და პოზიტიურად არის შეფასებული გადასახადების გადავადება, გამოთქმულია ვარაუდი, რომ ქვეყნის ეკონომიკა პოსტ-კრიზისულ პერიოდში სწრაფად აღდგება. 

ცნობისთვის, 18 მარტს ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციის წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის ბანკი 6,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები