ახალი კორონავირუსი

კაილი ჯენერმა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოებს 1 მილიონი დოლარი გადაურიცხა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

კაილი ჯენერმა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოებს 1 მილიონი დოლარი გადაურიცხა, რათა მათ პირბადეები, სახის ნიღბები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობები შეიძინონ.

ერთ-ერთი საავადმყოფო, რომელიც მის დახმარებას მიიღებს Cedars Sinai Medical Center-ია. 2018 წელს, კაილი ჯენერმა სწორედ ამ საავადმყოფოში იმშობიარა.

"მე სიტყვები არ მყოფნის, სიხარულისგან ვტირი და გული მადლიერებით მაქვს სავსე. სამყაროს ვთხოვე, რომ გვქონოდა უფრო მეტი სახის ნიღაბი ჩვენი მამაცი პერსონალისთვის და დღეს ჩემი ოცნება ახდა. 

ერთ-ერთმა ჩემმა პაციენტმა, ულამაზესმა ცოცხალმა ანგელოზმა 1 მილიონი დოლარი გაიღო, რათა დაგვხმარებოდა პირბადეების, სახის ნიღბების და სხვა დამცავი აღჭურვილობების ყიდვაში.

შენ ჩემი გმირი ხარ. ეს შემოწირულობა ბევრი სიცოხლის გადარჩენაში დაგვეხმარება. სამყარო უკეთესია შენთან ერთად", - დაწერა Cedars Sinai Medical Center-ის ექიმმა.

ამერიკაში, 26 მარტის მონაცემებით, Covid-19-ით ინფიცირების 68 489 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 394 ადამიანი და გარდაცვლილია - 1032.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები