ნიდერლანდები

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო ნიდერლანდებში ყვავილები გაანადგურეს

ტაბულა

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო მსოფლიოში საგრძნობლად დაეცა მოთხოვნა ყვავილებზე, შესაბამისად ნიდერლანდებში, რომელიც ცნობილია ყვავილების ბიზნესით, პროდუქციის 80 პროცენტის გადაყრა მოუწიათ. 

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი რამის გაკეთება გვიწევს. ნიდერლანდებში ეს ბაზარი 100 წელიწადზე მეტ ხანს არსებობს და ასეთი კრიზისი პირველად გვაქვს." ამბობს კომპანიის Royal Flora Holland წარმომადგენელი. 

კომენტარები