ახალი კორონავირუსი

ბრიტანეთში კორონავირუსის გამო რისკჯგუფების დასახმარებლად 560 000 მოხალისე დარეგისტრირდა

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის გამო რისკჯგუფების დასახმარებლად ბრიტანეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ცენტრის (NHS) მოხალისეობრივ პროგრამაში უკვე 560 000 პირი დარეგისტრირდა, რაც საჭირო რაოდენობაზე ორჯერ მეტია.

"საოცარია" - ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენქოქმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა.

ბრიტანეთი NHS-ის მოხალისეობრივ პროგრამაში ჩასართველად 250 000 მოხალისეს ელოდებოდა.

მოხალისეები ბრიტანეთში კორონავირუსის გამო რისკჯგუფებში მყოფ დაახლოებით მილიონ ნახევარ ადამიანს დაეხმარებიან.

"ამ პროგრამით მოხალისეებს შეეძლებათ მოწყვლად ჯგუფებს დაეხმარონ," ვკითხულობთ NHS-ის ვებგვერდზე.

მოხალისეებისთვის სპეციალური აპლიკაცია არსებობს, რითაც მათ ახლომდებარე ლოკაციებზე დახმარების მსურველთათვის დახმარების გაწევა შეეძლებათ.

მოხალისეები სრულწლოვანები უნდა იყვნენ და დაავადების სიმპტომები არ უნდა ჰქონდეთ. როგორც ვებგვერდზე ვკითხულობთ, დავალებების უმეტესობის განხორციელება სოციალური დისტანციის დაცვით შეეძლებათ.

მოხალისეებს შეეძლებათ თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის მათ ნაცვლად საყიდლებზე წასვლა, საავადმყოფოდან გაწერილი პაციენტის სახლამდე ტრანსპორტირება, NHS-თვის სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობის ტრანსპორტირება, თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან ტელეფონით საუბარი და სხვა.

26 მარტის მონაცემებით, ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 9 529 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 465 პირი, გამოჯანმრთელებულია 135.

მსოფლიოში კორონავირუსი 473 137 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 21 336, გამოჯანმრთელებულია 114 779.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები