კორონავირუსი

ექიმი: 4 ჯარისკაცის მდგომარეობა დადებითია, ერთს პნევმონია აქვს

სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს.

ექიმის თქმით, ჯარისკაცებს კორონავირუსზე ტესტს დღეს გაუკეთებენ. 

„მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4 ჯარისკაცის მდგომარეობა დადებითია, ტემპერატურა აღარ აქვთ. ამ დილით მათი მდგომარეობა კარგია,"

ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით გუშინ, 25 მარტს გადაიყვანეს.

კომენტარები