რუსეთი

რუსეთში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი წიწიბურაა, მოთხოვნა გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რუსეთში სურსათის გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა. სასურსათო გაყიდვების მოცულობა ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდს გაუთანაბრდა. ამის შესახებ აუდიტორული კომპანია Nielsen-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია საუბარი. პანიკური შესყიდვებისას ყველაზე პოპულარული პროდუქტი წიწიბურა აღმოჩნდა. წინა პერიოდთან შედარებით ორჯერ გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები. 

9-15 მარტამდე პერიოდში, რუსეთის სუპერმარკეტების თაროებიდან გაქრა, ბურღულეული, მარცვლეული და მაკარონი. საგრძნობლად გაიზარდა სხვადასხვა სახის ხორცის კონსერვების გაყიდვებიც. 

გაყიდვების ლიდერები გრძელვადიანი, არამალფუჭებადი პროდუქციაა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად - 66%-ით გაიზარდა წიწიბურის გაყიდვები, 56%-ით გაიზარდა შაქრის, და 64%-ით ბრინჯის გაყიდვები. წიწიბურაზე პანიკურად გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროდუქციის ექსპორტი 10 დღით შეაჩერა. 

არასასურსათო პროდუქციის გარდა, საგრძნობლად გაიზარდა საპნის, სველი ხელსახოცის და ტუალეტის ქაღალდის გაყიდვებიც. წინა კვირებთან შედარებით ორჯერ გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებიც.

ყველაზე მოთხოვნადი კრიზისული პროდუქციის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • წიწიბურა — +66%;
  • შაქარი — +56%;
  • სველი ხელსახოცები — +54%;
  • ხორცის კონსერვები — +54%;
  • პელმენი — +51%
  • მაკარონი — +45%;
  • ტუალეტის ქაღალდი — +26%;
  • საპონი — +20%;
  • ლუდი — +15%
  • არაყი — +10%.

კომენტარები