ბოლო 24 საათში ესპანეთში COVID 19-ით გარდაცვალების 665 ახალი შემთხვევა დადასტურდა

euronews

ბოლო 24 საათში ესპანეთში COVID 19-ით გარდაცვალების 665 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ კი ვირუსულ ინფექციას 4,089 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაიზარდა ინფიცირებულლთა რაოდენობაც, ესპანეთში ახალი კორონავირუსის 6,673 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში კი 56,188 პირი დაინფიცირდა.

კორონავირუსით დაღუპულთა ჯამურმა რაოდენობამ ესპანეთში ჩინეთის მონაცემებს გაასწრო. იტალიის შემდეგ [7,503 გარდაცვლილი], კორონავირუსით ყველაზე ბევრი ადამიანი სწორედ ესპანეთში გარდაიცვალა.

26 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების 487,452 შემთხვევაა აღწერილი, აქედან 117,582 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა - 22,026.

რაც შეეხება საქართველოს, დილის მონაცემებით, კორონავირუსის 77 შემთხვევაა გამოვლენილი. 10 უკვე გამოჯანმრთელდა. 4346 ადამიანი კარანტინშია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეული და ბოლნისი კი მკაცრ საკარანტინე რეჟიმზეა.

კომენტარები