ლარის კურსი

ლარი დოლართან 2.66 თეთრით, ევროსთან 7.89 თეთრით გაუფასურდა

0 კომენტარი
ფოტო: ეროვნული ბანკი

26 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.

დოლართან მიმართებით გაუფასურებმ 2.66 თეთრი, ხოლო ევროსთან 7.89 თეთრი შეადგინა.

ამრიგად, ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.4842 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.8159 ლარი.

ლარი გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებითაც.

18 მარტიდან მოყოლებული ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 20%-ით გაუფასურდა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვალუტის შემთხვევაში.

ეროვნულმა ბანკმა 24 მარტს გამოაცხადა, რომ ლარის გაუფასურების შესამცირებლად უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდდა. იქამდე კორონავირუსის კრიზისის ფონზე ეროვნულმა ბანკმა ჯამში უკვე გაყიდა 60 მილიონი დოლარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები