კორონავირუსი საქართველოში

ექიმი: COVID 19-ით ინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობა მძიმე არაა

0 კომენტარი

სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, კლინიკაში ბოლნისიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, მძიმე არაა. ექიმის განმარტებით, ქალს ამ ეტაპზე ტემპერატურა არ აღენიშნება.

ლალი ტურძელაძის თქმით, 25 წლის ქალი 22 კვირის ორსულია. ტურძელაძის ცნობით, ნაყოფი ცოცხალია და "გულის ცემა კარგად ისმის".

ექიმის ინფორმაციით, ქალმა 15 მარტს აზრბაიჯანის საზღვარი გადმოკვეთა, ის ბოლნისის მკვიდრია.

მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონებაც გამოცხადდა, რადგან მარნეულში 60 წელს გადაცილებული ქალი დაინფიცირდა, რომლის კონტაქტების ჯაჭვშიც 1700-ზე მეტი ადამიანია.

სულ საქართველოში, 26 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 განიკურნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები